მე ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი მინდა – ირაკლი ოქრუაშვილი

“ივანიშვილს აქვს 3 არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ”- განაცხადა გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის დატოვება და ქვეყნის დატოვება და ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ასე, რომ მე მას ვუსურვებ კარგს. მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ის რას აირჩევს, მერ ვერ გეტყვით. ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება”, –  განაცხადა ოქრუაშვილმა.