“განსხვავებით ბევრი პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტია, ოპოზიცია როგორ იმოქმედებს და როგორ მიაღწევს შედეგებს, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ელექტორალურ მხარდაჭერაზე. ელექტორალური მხარდაჭერა ყველაზე მეტი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, აქედან გამომდინარე, ბევრია დამოკიდებული, როგორ მოქმედებს, სწორად თუ არასწორად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ორგანიზაცია. ისევე როგორც ქვეყანა სწორად მიდის თუ არა, ბევრად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ამიტომ გვიწევს ქართულ ოცნებაზე საუბარი.

ოპოზიცია მიაღწევს თუ არა შედეგს, ბევრად არის დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის სწორ ან არასწორ ტაქტიკაზე, ამიტომაც გვიწევს საუბარი. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა არანაირი გზით არ მიდის”

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, კაკო ბობოხიძე TV პირველის ეთერში.