მე, მოკვდავი გიპასუხებთ, არ იქცეოდით სწორად – ზარქუა არმაზ ახვლედიანს

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა არმაზ ახველდიანს პასუხობს, რომელმაც იკითხა, მოეწონეობოდა თუ არა მისი საქციელი შალვა ერისთავს და მერაბ კოსტავას.

ზარქუას თქმით, ის, მოკვდავი გასცემს კითხვაზე პასუხებს.

“მინდა, ბატონ ახვლედიანს ვუპასუხო, ის მიმართავდა ჩვენს გენერლებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, რომ გაეგო კითხვაზე პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, მოეწონებოდათ თუ არა. ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ აგერ, რიგითი მოკვდავი ზარქუა.

არ იქცეოდით სწორად, არ მოიქეცით სწორად, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, მეზობლები ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული, რუსეთი, ცალკე აგრესორი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ რევოლუციურ სცენარს ამზადებდით, ამიტომ არ მოეწონებოდათ. აქვე მიიღეთ ეს პასუხი, იცოდეთ შემდეგში, რომ არასწორად რომ იქცეოდით, იმაზეც მეტყველებს, რომ ექვსი თვის შემდეგ აქ სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს, იქცეოდით თუ არა სწორად”,– თქვა ზარქუამ.