მე რომ დავაკონტრაქტე, ჯერ კიდევ იმ ვაქცინით იცრება ხალხი – გახარია

“მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე, ჯერ კიდევ იმ ვაქცინით იცრება ხალხი “-  განაცხადა ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ “ამერიკის ხმასთან” საუბრისას. მისი თქმითლ  საქართველოში ჯერ კიდევ იმ ვაქცინით იცრებიან, რომელიც მისი მოლაპარაკებების შედეგად შემოვიდა ქვეყანაში.

“დღეს იცით, რა ვაქცინებია დარჩენილი და რა ვაქცინებით იცრება საქართველოში ხალხი? აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე ჯერ კიდევ იმ ვაქცინებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა. ეს გავაკეთე, უფრო მეტს გავაკეთებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე მე და თქვენ უნდა ვლაპარაკობ”, – განაცხადა გახარიამ.