მე-10 მოწვევის პარლამენტმა დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები აირჩია

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია 87-87 ხმით აირჩია.

დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის წევრები:

  • ირაკლი ბერაია;
  • ედიშერ თოლორაია;
  • გივი მიქანაძე;
  • ნიკოლოზ სამხარაძე;
  • თამარ ტალიაშვილ;
  • მარიამ ქვრივიშვილი.

დროებითი სამანდატო კომისიის წევრები:

  • ირაკლი ბერაია;
  • მაია ბითაძე;
  • პაატა კვიჟინაძე;
  • დავით მათიკაშვილი;
  • ირაკლი მეზურნიშვილი;
  • გოგი მეშველიანი;
  • მიხეილ სარჯველაძე;
  • დავით სონღულაშვილი;
  • ნინო წილოსანი.