მე-5 კლასიდან ზემოთ ყველა მოსაწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 15 თებერვლიდან მე–5 კლასიდან ზემოთ, ყველა სკოლაში მოსწავლეებს პირბადის ტარება მოუწევთ.

“15–ში, ორშაბათს უკვე სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე–5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს.

ყველაფერი, რასაკვირველია, კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ შენარჩუნება სჭირდება”,– ამბობს ჩხენკელი.

მანვე აღნიშნა, რომ პირბადე მოსწავლეს სკოლაში მშობლებმა უნდა გაატანონ.