მზად ვართ, ავხსნათ, რამდენად დამაზიანებელია ენერგორესურსების არგანვითარება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ პროცესი ქუჩიდან სამუშაო ფორმატში გადავა.

მისი თქმით, მზად არის, ახსნას, რამდენად დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის იმპორტზე მზადი დამოკიდებულება.

„უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ – განაცხადა თურნავამ.

ამ წუთებში ქუთაისში ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ–ერთი მოთხოვნა ნათია თურნავას გადადგომაა.