მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან იმისთვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად– ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.

 როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავსევროკავშირი მზად არის  გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვისრომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის  ივნისში  განსაზღვრული 12  რეკომენდაციის  შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმაგანსაკუთრებით შავი ზღვის  დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად.

კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო– ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.  მზად  ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვისრომ  ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის  შერულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმაგანსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი