მზად ვართ რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის- სალომე ზურაბიშვილი

“გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის” – განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურავიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არ სურს წარსულში დაბრუნება და ეს ამ სამი ქვეყნის საერთო ნიშანია.

“ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციას… არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი… ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს. უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, განწყობისა და მიდგომების დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის ნიშანი განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების, ოკუპაციის დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება გავაძლიეროთ რეფორმები ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან… სამომავლოდ გზა იქნება წარმატებული და კეთილდღეობისთვის გამიზნული…” – განაცხადა ზურაბიშვილმა.