მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი-ღარიბაშვილი

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს კი არა, პრემიერი ღარიბაშვილი ტვიტერზე ეხმაურება. ის წერს, რომ მზად არის შეასრულოს პრიორიტეტები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სტატუსი მიენიჭება:

“ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი იმისთვის, რომ მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს.“– წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმა ტვიტი შეცდომით დაწერა – ევროპული საბჭოს ნაცვლად ევროკომისია მონიშნა. რამდენიმე წუთში შეცდომა გასწორდა, თუმცა შეცდომა არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა, რომლებიც ორივე სტატუსის ფოტოს ავრცელებენ და ღარიბაშვილს დასცინიან. თავდაპირველ ტვიტში კიდევ ერთი შეცდომა იყო:მოლდოვას დროშის ნაცვლად ანდორის დროშა.