მზად ვარ, ნებისმიერ ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი და სანიტარი- ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესია კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის, მზად არის, როგორც ექთანი და სანიტარი, ინფექციონისტებს დაეხმაროს.

,,საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი პროფესია არ არის უშუალოდ დაკავშირებული ამ დაავადებასთან, თუმცა, მე მზად ვარ, ჩემი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი, სანიტარი დავუდგე გვერდით, თუ ამის საჭიროება იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს დაგვჭირდეს”,- ამბობს გაფრინდაშვილი.

საქართველოში ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პაციენტი.