პაატა ბურჭულაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ წალენჯიხაში ფონდ “იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია დააფუძნოს.
“ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- ,,იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება”,– წერს ბურჭულაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც მერი ოპოზიციის კანდიდატი, გია ხარჩილავა გახდა. ამის შემდეგ ბიზნესსექტორი წალენჯით დაინტერესდა, მათ შორის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დირექტორი, თემურ ჭყონია. ქალაქში საკუთრების შეძენას აპირებენ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები.
მთავარმა არხმა ტელევიზიის იურიდიულ მისამართად წალენჯიხა მიუთითა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის.