“მთავარი არხის” ჟურნალისტს და გიორგი კაპანაძეს წყალი გადაასხეს (ვიდეო)

“მთავარი არხის” ჟურნალისტსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს წყალი გადაასხეს.

შემდეგ მეზობელმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ ##ეურად ცხოვრობს, რის გამოც წყლის გადასხმას იმსახურებდა.

“ასე, ყოველდღიურად, ძალადობა ძალადობას ემატება და ჟურნალისტურ საქმიანობა შეუძლებელს და საშიშს ხდის. ესაა ქართული ოცნების ორგანიზებული ზვავის ეფექტი”, – წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.