მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! – გონჩარენკო

“მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! ” – ამის შესახებ,  უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.

”საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.  ” – განაცხადა გონჩარენკომ.

ცნობისთვის,  27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. მასში საქართველოს არც ხელისუფლების  და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.