მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეზღუდვების ხელახლა დაწესებას აანონსებს.

მისი თქმით, გასართობი ღონისძიებების აკრძალვაზე ფიქრი უკვე დაიწყეს.

“ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულის პერიოდია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი”, – თქვა გაბუნიამ იმედის ეთერში.