მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, 4 თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბრი, იანვარი, თებერვალი- დაუსუბსიდირდება კომუნალური გადასახადები.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, მოცემული გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და ის ბიზნესის გარდა, სოციალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. მანვე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გარდა, სუბსიდირდება ასევე წყლისა და დასუფთავების გადასახადიც.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის მინიმუმი, რითაც სახელმწიფოს შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ვთვლით, რომ ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამაინებისთვის ვინც, პანდემიის დროს სამსახური დაკარგეს. თუმცა ისიც გვესმის, რომ შესაძლოა ბევრ მოქალაქეს ეს საერთოდ არ სჭირდება და მათ შეუძლიათ უკვე დღეიდან უარი განაცხადონ ამ მხარდაჭერაზე”,- განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.