მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია კვლავ იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ამოიწურა მათ მიერ მთავრობისთვის მიცემული 48–საათიანი ვადაც.

აქციას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ისინი ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.