“მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კლინიკაში ღირსეულად მოექცნენ “- ამის შესახებ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ტვიტერზე წერს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიაღწიოს შეთანხმებას რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს.
“საქართველოსმთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექიმთა კონსილიუმის მიერ. ქართული ოცნება უნდა ეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა აღარ გაგრძელდეს.” – წერს რასა იუკნევიჩიანე.