“მისთვის საინტერესო არ იქნება [კვების რაციონის] გასაჯაროება. რაზეც ლაპარაკობს მთელი ციხე, რომ ეს კაცი ჭამს და სვამს, მეტს ვერაფერს ვერ გაიგებთ. მე ვიცი, რომ ეს [შიმშილობა] არის ტყუილი და მე ვიცი, რომ ეს კაცი ჭამს და სვამს და ამაზე მართლა მთელი ციხე ლაპარაკობს. დანარჩენზე, ალბათ, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს. 3 ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ალბათ ცუდად. რას უზამ კაცს, პატიმრის უფლებაა ესეც, რომ 3 ლიტრი ლიმონათი უნდა და სვამს”

ამბობს ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე.