მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს, ვეცდები, ამოვუდგე გვერდში – ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე

ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟს და დაპირისპირებას ეხმიანება.

“რაც ეხლა აფრიკის დასახლებაში ხდება, ეს არის ერთპარტიულიბის და არადემოკრატიულობის კარგი მაგალითი. აბა არჩევნების წინ ექნათ, ან რამე კონტროლი მუშაობდეს ხელისუფლების და ექნათ. მოშიშვლებულ მიწაზე, რომელიც მერიამ აიყვანა თავის ბალანსზე, ეშმაკმა უწყის რატო, სახლდაკარგულმა და გაჭირვებულმა ხალხმა ააშენა სახლები. ასეთ ხალხს თითქმის ყოველ დღე ვხვდები. ხელისუფლებისგან მიტოვებულები, უფლებებდარღვეულები, სამსახურდაკარგულები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებით და ასე შემდეგ. აშენების დროს ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ხშირად ხდება ასე. ნუ ყველაფერთან ერთად დაავადების სიმპტომია ეს ყველაფერი, თბილისის თავკომბალობის, თვითმმართველობის არარსებობის, ხალხის კიდევ უფრო გაღატაკების, საკუთრების მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულების და ა.შ.

მოკლედ ეხლა მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს და რასაც უნდათ იმას შვებიან. ეხლა ყველაფერი გაგვივა რა პრობლემაა, “ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება” არჩევნებისკენ მობრუნდებაო.

საბოლოო ჯამში გათავხედებული ხელისუფლება, რომელიც გუშინ აქტივისტს უკანონოდ ექცევა, ბოლოს ყველასთან მივა.

ვეცდები მაქსიმალურად ამოვუდგე ყველას გვერდში, სამართლებრივად და ფიზიკურად” , – წერს “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერია უკანონო შენობებს ანგრევს. ადგილზე მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაკავებულია დაახლოებით 5 ადამიანი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს სახლები აქვთ, უბრალოდ მიწის მითვისება უნდა და აშენებენ აგარაკებს.