მიბაძეთ ბატონ ხაზარაძეს, დატოვეთ პარლამენტი – სააკაშვილი ოპოზიციას

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, “ბანდიტებთან” საუბარი მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება.

“უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო”. – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.