მივესალმები ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას, რომელიც პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს.

ექსპრეზიდენტის თქმით, კორუფციასთან დამკლავება მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია ერთობლივი მუშაობით.

“პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და “ხელისუფლებას” ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.

წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!”,– წერს სააკაშვილი.