მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს და შიმშილობის შეწყვეტას – ჰარცელი

მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს და შიმშილობის შეწყვეტას – ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ეხმაურება.

“მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი კი კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა” – წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე