მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო – გახარია

პრემირმინისტრი გიორგი გახარია არჩევნებზე მივიდა და თქვა, რომ ხმა ევროპულ სახელმწიფოს და მომავალს მისცა.

„წინასაარჩევო კამპანია, გარემო ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა“, -თქვა გახარიამ.

დღეს ქვეყანაში საპარლამენტი არჩევნები იმართება.