მივმართავ ყველას ვინც საარჩევნო უბანზეა მობილიზებული, იწყება უმნიშვნელოვანესი ფაზა – გიორგი ვაშაძე

”მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა საარჩევნო უბანზეა მობილიზებული, ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ფაზა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების არჩევანი უნდა დაფიქსირდეს სამართლიანად ყველა საარჩევნო უბანზე” – ასე მიმართა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კომისიის წევრებს და ყველა დამკვირვებელს ვინც არჩევნებზე მოქალაქეების ხმის დასაცავად არიან.

„საათზე ნაკლები დარჩა არჩევნების დასრულებამდე და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა არჩევნებზე, მიდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ორპოლუსიანობა და დავიწყოთ განვითარების სრულიად ახალი ეტაპი. ასევე მინდა მივმართო კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს ვინც საარჩევნო უბანზეა მობილიზებული, ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ფაზა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების არჩევანი უნდა დაფიქსირდეს ყველა საარჩევნო უბანზე. ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზებას, ყველა ის ხმა, რომელიც არის დაფიქსირებული საარჩევნო უბნებში, სამართლიანად, სწორად ავღწეროთ, იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ