მივმართავ ყველას, იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს – მეუფე მელქისედეკმა სააკაშვილი მოინახულა

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს – ამის შესახებ, მეუფე მელქისედეკმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მადლობა გადაგიხადათ ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოსი, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა..პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა. გასაგებია ამდენი ხანია ის შიმშილობს.” –ამბობს მეუფე მელქისედეკი.