მიკვირს, არახამიას რატომ სცალია ჩვენი ხელისუფლების კრიტიკისთვის – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკვირს, როგორ იცლის დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის.

“გულწრფელად მიკვირს, არახამიას რატომ სცალია მაინც და მაინც იმისათვის, რომ ცალკე მიუძღვნას საქართველოსა და მისი ხელისუფლებას კრიტიკას ვიდეორგოლები ამ საომარ სიტუაციაში. თუ საქართველო არ უერთდება სანქციებს, ამის მიზეზები მკაფიოდ გვაქვს განმარტებული. ასევე არ უერთდება მოლდოვა, სხვა ქვეყნები და მათ მიმართ მსგავსი არაფერი გვინახავს ამ დღეების განმავლობაში”,– ამბობს მდინარაძე ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, რადგან უკრაინაში ომია, არ აპირებენ ამის შესახებ ღრმა დისკუსიაში შესვლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

“მაგრამ როგორც ადამიანს, გულწრფელად მიკვირს, ამ სტატუსით ადამიანი, ჩემი კოლეგაა უკრაინაში… ომი რომ იყოს ახლა საქართველოში ნამდვილად არ მეცლებოდა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისთვის”,– აღნიშნავს მდინარაძე.