მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ცნობილია პირი, ვინც წერეთლის გამზირზე ერთ–ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა. ის ლევან ზურაბაშვილია. რამდენიმე წუთის წინ ის ფეისბუქ ლაივში ჩაერთო და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ესენია: აზარტული თამაშების აკრძალვა, ბანკებმა სესხები წლიურ 7%–ში გადაიტანონ და დაიწიოს მედიკამენტების ფასმა.

შსს–ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის ეკიპაჟები.