მილიონერების 7 ჩვევა, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ინფორმაცია სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ყოველდღიურ რუტინაში გაჭედილი ბევრი ადამიანი  ცდილობს გამოსავალი, და წარმატების მისეული ფორმულა იპოვნოს.

იმ ინსტრუმენტების და მეთოდების რაოდენობა, რომლებიც თითქოსდა მყისიერ წარმატებას გვთავაზობენ, უზარმაზარია. ინტერნეტში მუდმივად გთავაზობენ პრობლემების “სწრაფი მოგვარების“ ინსტრუქციებს, კურსებს, სტატიებს, ვიდეოებს, წიგნებს.

თუმცა, სინამდვილეში არსებობს მარტივი წესები, რომლებსაც წარმატებული ადამიანები მისდევენ.  გავაზობთ 7 ჩვევას, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მყისიერად არა, რადგან ეს  ჩვევებია, და მათ გამომუშავებას დრო ჭირდება.

  1. იკითხე, იკითხე, იკითხე!

ჩვევა, რომელიც მილიონერთა უმრავლესობას აქვს, კითხვაა. მაგალითად, იმისათვის რომ კარგი ბიზნესმენი გახდეთ, ბევრი უნდა წაიკითხოთ და ისწავლოთ, როგორ გახდეთ ლიდერი და ბიზნესის ეფექტური მფლობელი. წიგნები ზრდაში გეხმარებათ, და თუ თქვენ საკმარისად კითხულობთ, ეს შეიძლება ბიზნეს–ფაკულტეტის დამთავრებაზე ეფექტურიც აღმოჩნდეს.

თომას კროულის კვლევა აჩვენებს, რომ მილიონერთა 85%, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს, თვეში მინიმუმ ორ წიგნს კითხულობს. გამონაკლისი არ არის უორენ ბაფეტი: დღის  დიდ ნაწილს ის კითხვაში ატარებდა. ინტერვიუს მიხედვით, რომელიც მან კარიერის საწყის ეტაპზე მისცა, დღეში ის საშუალოდ 600–1000 გვერდს კითხულობდა.

მართალია კითხვა სიამოვნებისთვის– კარგი იდეაა, მაგრამ თუ გინდათ გაიზარდოთ და თქვენი ბიზნესიც გააუმჯობესოთ, უპირატესობა ბიზნეს ლიტერატურას და ისეთ თემებს მიანიჭეთ, როგორიც არის ლიდერობა, პრაქტიკული რჩევები, ბიოგრაფიები და ა.შ.

  1. უნდა გქონდეთ შემოსავლის რამდენიმე წყარო

წარმატებული ადამიანები შემოსავლის მხოლოდ ერთ წყაროზე არ არიან დამოკიდებული. დივერსიფიკაცია, ანუ  რამდენიმე განსხვავებული წყარო გეხმარებათ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებასა და მეტი ფულის შოვნაში. მილიონერები – პასიური შემოსავლის ენთუზიასტები არიან. ისინი პროცენტებს იღებენ კრედიტებიდან, უძრავი ქონებიდან, დივიდენდებიდან, ინტელექტუალური საკუთრების საავტორო უფლებებიდან და ა.შ. როგორც წესი, მათ ერთ ბიზნესზე მეტი აქვთ.

  1. ბიუჯეტირება

მილიონერები, ვინც წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწია, იღბლის იმედზე არ არიან. მათ კარგად ესმით საკუთარი ფულადი ნაკადების – შემოსავლების და გასავლების დეტალები და ამ ინფორმაციას ბიუჯეტის ფორმირებისთვის იყენებენ, შემდეგ კი მას მისდევენ.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის შედგენა აუცილებელია, ის არის, რომ უსარგებლო ხარჯები შეამციროთ. ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარ ფინანსურ ცხოვრებას მუდმივად აკონტროლებდეთ და ფინანსურ მიზნებს მიაღწიოთ.

  1. მართეთ თქვენი ფული სწორად

ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, როელიც მილონერს შეიძლება ქონდეს – ფინანსური განათლებაა. შეუძლებელია ფინანსური თავისუფლების მიღწევა, თუ ფინანსური ინტელექტი არ გაქვთ. აი, რატომ არის, რომ მილიონერები, მიუხედავად მათი შემოსავლისა, ყოველთვის ცდილობენ რაღაც ახალი გაიგონ, მითუმეტეს, თუ ეს მათ გადასახადების შემცირებაში დაეხმარება.

სხვათა შორის, 2018 წელს 60 კომპანიას სრულიად ლეგალურად გადასახადები არ გადაუხდია. მათ შორის არიან ისეთი კომპანიბი, როგორებიც არის: Amazon, Halliburton, Chevron, General Motors, და Delta.

  1. თავი არიდეთ ვალებს

კიდევ ერთი ჩვევა, რომლებიც მილიონერებს სხვებისგან განასხვავებს ის არის, თუ როგორ მართავენ ისინი ვალებს.

მილიონერების უმრავლესობის ცხოვრების წესი გადაჭარბებულ ფუფუნებას არ გულისხმობს: ისინი მხოლოდ იმას ყიდულობენ, რაც ნამდვილად ჭირდება, და რაც უფრო მთავარია, რისი გადახდის საშუალებაც აქვთ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათი საკრედიტო ბარათი ყველა პრობლემას მოაგვარებს. ისინი  პირადი მოხმარების ნივთებს კრედიტით არ ყიდულობენ. თუმცა, თუ მაინც გადაწყვიტეს კრედიტის აღება, ყველა დეტალს –საპროცენტო განაკვეთებს და პირობებს დეტალურად სწავლობენ.

  1. იქონეთ ყოველდღიური გეგმები

მოკლევადიანი გეგმები ყველა სფეროში აუცილებელია. ისინი ყოველდღიურ და ყოველკვირეულ მიზნებს ადგენენ, რაც საბოლოოდ გრძელვადიანი გეგმების მიღწევაში ეხმარება.

გაჭიანურება მხოლოდ დამატებით დროს დაკარაგინებით და მნიშვნელოვან საქმეებს მოგაცდენთ.

პრიორიტეტების დალაგება დაგეხმარებათ ძალიან სასარგებლო საქმეებზე კონცენტრირდეთ. თუ ფინანსურ დამოუკიდებლობას ესწრაფვით, ჯობს იმ საქმით დაკავდეთ, რაც ათასობით დოლარს მოგიტანთ და არა ასობით.

  1. ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ძალიან მდიდარი ხართ

აქ არ ვგულისხმობთ იმას, საკუთარი სიმდიდრე დამალოთ, არამედ იმას,რომ ფული გონივრულად დახარჯოთ. საინტერესოა, ერთი მონაცემი, რომელსაც ტომას სტენლი საკუთარ წიგნში იშველიებს: პრესტიჟული მანქანების 86% მილიონერებს არ ეკუთვნის. და რა თქმა უნდა, ეგზოტიკური ავტომობილის ყიდვა, რომლის საშუალება არ გაქვთ, უდიდესი ფინანსური შეცდომაა.

Experian Automotive Researchers –ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანების 61%, ვინც წელიწადში 250 000 დოლარს და მეტს  გამოიმუშავებენ, ძალიან იშვიათად ყიდულობენ ლუქს ბრენდების საქონელს. მიზეზი, რის გამოც ისინი ასე იქცევიან, ძალიან მარტივია: ძვირადღირებული ავტომობილები მალევე უფასურდება, მდიდარი ადამიანები კი ფულს ისეთ ნივთებში აბანდებენ, რომლებიც ღირებულებას არ კარგავენ.