მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება – ელისაშვილი

“მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება ” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია, ვცდილობ არ ვაკრიტიკო კაცი ციხეშია.. მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან მოაზრობვნე, გონიერი  და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს. ეს არის სწორი. ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით  და ჯოჯოხეთური რაღაცებითაც, ჯერ დაიწყო რეოფრმები და შემდეგ ჯოჯოხეთი დაატრიალა ციხეებში.  სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც ხდება, რაღაცა გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ახლა ვიცი მისი მთელი რაზმები და მხარდამჭერები თავს დამატყდებიან, ეს იქნება კარგი.  მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. მაგრამ კარგიც აქვს გაკეთებული ძალიან ეფექტური რაღაცები, რომლთაც კაშკაშებდა საქართველო თავიდან და შემდეგ ძალაუფლების სიყვარულს და ამ ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილს გადააყოლა ბევრი რამ. შესულია ისტორიაში ეს კაცი უკვე და ვეღარ ცვლის პოლიტიკურ პროცესს, ეს ფაქტია.  ნავალნი ჩავიდა სულ სხვანაირად რუსეთში, და  როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო სააკაშვილზე იმიტომ რომ ციხეში რომ არის ადმაიანი, განსხვავებით დიტო სამხარაძისგან და ვიღაცებისგან, უნდა გავუწიოთ ანგარიში და არ შეიძლება ლანძღვა და თათხვა რომელიც განსაცდელშია. ციხეში მჯდომი ნებისმიერი ადამიანი განსაცდელშია.

მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ – არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი