“მე მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს — ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს. მე მზად ვარ, დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში.

მე ძალიან მინდა, ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია. მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილის და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ, დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარი არის თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის, ჩვენი მეზობლის და ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია”

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, გუშინ პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათობით ადამიანთან ერთად იქეიფა.