მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეპიდვითარებაზე ამბობს, რომ ქვეყანაში ქაოსია და მას სისტემური მართვა სჭირდება.

ვაშაძე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს, რაც, მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალია.

“დღეს არის უმძიმესი ვითარებაა. კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, გვაქვს ქაოსი. ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური და კომპექსური მართვა.

რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის ერთადერთი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს ქვეყანაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტესტირების შესაძლებლობა – ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასო ტესტირება, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2354 ახალი შემთხვევა.