“მიაჩნია რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა” – ამის შესახებ, პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. სამადაშვილმა ენმ-ის თავჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროში მოინახულა.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გიორგის გარდა, ვნახავთ ნიკასაც”, – განაცხადა სამადაშვილმა.