მისი დიდი პატივისცემით, მე ვარ დღეს აქ -ელისო ბოლქვაძე ივანიშვილზე

“მისი დიდი პატივისცემით, მე ვარ დღეს აქ ” –  განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომის დასრულების შემდეგ TV პირველთან საუბრისას.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის და ეს არის ჩემი აზრი, ვინც იზიარებს იზიარებს და ვინც არ აზიარებს, ნუ იზიარებს, ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიას, როგორც აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება, მეცენატი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. მე არ ვახვევ ამას თავს არავის, მაგრამ, მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს და მისი დიდი პატივისცემით, მე ვარ დღეს აქ.”-