მისი შეფასება არასწორია, თუმცა კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია – ცქიტიშვილი მალინიზე

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის შეფასება, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, არასწორია.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია.

“მგონია, რომ მისი ეს შეფასება არ არის სწორი ერთის მხრივ, თუმცა ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკის კონგრესში და ზოგადად ამერიკის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ძალიან მომძლავრდა საქართველოს მიმართ კრიტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული წერილები ან მესიჯების გაგზავნა არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობისკენ მისწრაფებების გულწრფელობაში”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ.