მისი ხედვა ოპოზიციასთან ურთიერთობასა და ოპოზიციის როლის პარლამენტში გაძლიერებაზე ემთხვევა – იოსელიანი კახა კუჭავაზე

“მისი ხედვა ოპოზიციასთან ურთიერთობასა და ოპოზიციის როლის პარლამენტში გაძლიერებაზე ემთხვევა”-პარტია „მოქალაქეების“ წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.

„თითქმის 2 საათი გაგრძელდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩემი და ალეკო ელისაშვილის შეხვედრა. იცით, ოპოზიციიდან მხოლოდ მე და ალეკომ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას თავის დროზე. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.სწორი იყო იმიტომ, რომ მისი ხედვა ოპოზიციასთან ურთიერთობასა და ოპოზიციის როლის პარლამენტში გაძლიერებაზე ემთხვევა იმ მოლოდინებს, რაც მე გამაჩნდა.

მიმაჩნია, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს სიძულვილის, თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი, როგორც აქამდე იყო. ოპოზიციის მოსაზრებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

მე ვხედავ, რომ კახა კუჭავას მზაობა აქვს მოუსმინოს ოპოზიციას და მაქსიმალურად გაიზიაროს ის შეხედულებები, სადაც ვთვლით, რომ ჩვენი პოზიციები ქვეყნისთვის სწორია.

საუბარი არ ყოფილა რა უნდა პერსონალურად ოპოზიციას, საუბარი იყო იმაზე, თუ რა უნდა ინსტიტუციურად, მისი როლი როგორი უნდა იყოს პარლამენტში.”- განაცხადა იოსელიანმა.