ქართველმა პოლიტიკოსებმა ომბუდსმენის დამოუკიდებელ მანდატს პატივი სრულად უნდა სცენ – ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

”ქართველმა პოლიტიკოსებმა ომბუდსმენის დამოუკიდებელ მანდატს სრულად უნდა სცენ პატივი”- ეს განცხადება, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა “ქართული ოცნების”  თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა.

“მიუღებელია საქართველოს პარლამენტარების მიერ საქართველოს სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები, მისი და მისი სამსახურის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მე ვაფასებ სახალხო დამცველსა და მის სამსახურს, საკუთარი მცდელობებისთვის, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი შესაძლო სტანდარტები ყველა იმ ინდივიდის მიმართ, ვიზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.

აღნიშნული საკითხი, გუშინ ჩემს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი იყო, სტრასბურგში, ”ქართული ოცნების” თავმდჯომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან გამართული შეხვედრისას.

ვენეციის პრინციპების მიხედვით, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტიანად დაიცვან ომბუდსმენების საკუთარი ინსტიტუციები ნებისმიერი საფრთხისგან ან მათი ეფექტიანი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი ქმედებებისგან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყფონ, სახალხო დამცველი, მისი სამსახური და ასოცირებული ექსპერტები,ისეთი სამუშაო პირობებით, სადაც ხელი ეწყობა მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენებას, ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ეფექტიანი, პლურალისტური და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუციების განვითარებისა და გაძლიერებას.

ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროსაბჭოს ჩათვლით, რათა შესაძლო იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუციის ექსპერტიზისთვის ნდობა; ომბუდსმენის ინსტიტუცია, რომელსაც შეეძლება საკუთარი სამუშაოების დამოუკიდებლად და ეფექტიანად შესრულება, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის პარიზისა და ვენეციის პრინციპების სრული შესაბამისობით”. – ნათქვამია განცხადებაში.