მიუხედავად რისკებისა, გადავწყვიტე, დავესწრო სასამართლო პროცესს – სოსო გოგაშვილი

“მიუხედავად რისკებისა, გადავწყვიტე, დავესწრო სასამართლო პროცესს ” – აცხადებს,სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი.

“7 დეკემბერს არის ჩემი “სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა.  რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას.

ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.

ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა. ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა” – ამბობს გოგაშვილი.