მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი, “ქართულმა ოცნებამ” უკეთესი პოზიცია ,,გაუჩალიჩა” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებებმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო უკურეაქცია გამოიწვია და სააკაშვილმა ,,მაპზე უკეთესი მიიღო”.

,,ულტიმატუმის და მუქარის ენით საუბარი იყო აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედება, რამაც , როგორც მოსალოდნელი იყო, უკურეაქცია, ანუ გაღიზიანება გამოიწვია უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში და მოსახდენი მოხდა.

რაც მთავარია, მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი, იმიტომ, რომ ვიცეპრემიერის პოზიცია არის დამოკიდებული პოზიცია და ახლა ,ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური წონა არის ბევრად უფრო მაღალი, ბევრად მეტი თავისუფლება აქვს მოქმედებებში და პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილის მუშაობის ტაქტიკა ცნობილია და ის უკრაინაში ამ მიმართულებით იმუშავებს, ,,ქართულმა ოცნებამ” კი მას უკეთესი პოზიცია ,,გაუჩალიჩა”.

,,ჩვენ ვიცით მისი მუშაობის ტაქტიკა, ქარიშხლის დაყენება შეუძლია ჭიქაში და ამ მიმართულებით იმუშავებს. ქართულ ოცნებას თუ უნდა, რომ ეს მიღწევაში ჩაიწეროს, რომ საქართველოსთვის უკეთესი უნდოდა და არ ემეტებოდა ვიცე-პრემიერობისთვის და უკეთესი პოზიცია ,,გაუჩალიჩა”, ამაში დავეთანხმებოდი”,-აცხადებს ხუხაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.