მიშამ შეუსრულა, „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო – გიგი უგულავა

მიშამ შეუსრულა, „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო –  ასე აფასებს, ფოთში ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო-მიმართვებს რომელთა მიხედვითაც, სააკაშვილი უკვე საქართველოშია.

„ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში. ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო.” – განაცხადა გიგი უგულავამ.