მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მეუფე ნიკოლოზი მივიდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.

მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

ის ერთ-ერთია 4 მიტროპოლიტიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას შეუერთდა. ხელი მოაწერეს ასევე მეუფე იოსებმა, მელქისედეკმა და გრიგოლმა. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს დეკანოზი თამაზ ლომიძე და დედა სიდონიაც.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს..