მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ციხეში არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში ყოფილი პრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს. მისი თქმით, უთხრეს, რომ მის საშვს ვადა გაუვიდა.

“მე მინდოდა პრეზიდენტის ნახვა და აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვა. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა, ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე იმ განცხადებას განიხილავენ და იმის და მიხედვით გადაწყდება, მომცენ თუ არა ახალი საშვი. უნდა მელაპარაკა მისი მდგომარეობის შესახებ და განგვეხილა მკურნალობის გეგმა”,– განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია და ახალი კვლევის შედეგები არ აქვს.