ე.წ პიჯაკების საქმე – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება

ე.წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება. სააკაშვილს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს.

როგორც ექსპრეზიდენტის, ადვოკატები აცხადებენ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს დავალება აქვს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მივიდეს.

გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო მიზეზად კი  სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შესაძლო დესტრუქციას ასახელებს.