მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაყვანილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაყვანილია. რამდენიმე წუთის წინ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანები შევიდნენ. ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი, ნიკა გვარამია, პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზს რამდენიმე საათის წინ დათანხმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მას გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.