მიხეილ სააკაშვილი სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს. მისი კორტეჟი ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე არსებითი განხილვა ამ წუთებშიც გრძელდება. სხდომა პირდაპირ ეთერში გადაეცემა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება. მას საზოგადოებას სიტყვით მიმართა.