მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო პროცესს დაესწრება

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ თავის სასამართლო პროცესს დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, დართვს თუ არა პროცესზე დასწრების ნებას პენიტენციური სამსახური.

“მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება რომ შევიდეს და მოინახულოს იგი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება აღნიშნულ საქმეს და მიიღებს მონაწილეობას”, – თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ხვალ, სასამართლოს პარალელურად 11:00 საათზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოსთან აქციას გამართავს.