მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა – მამა მიქაელი

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი უთხრა შიმშილობის შეწყვეტაზე.

“სააკაშვილ გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს”, – თქვა ბოტკოველმა ციხის დატოვების შემდეგ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილმა სთხოვა, პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს.