“არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ, პირიქით, სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს “ბრალდებულს”. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლა, როდესაც სახელმწიფოს, რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, ანუ ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების მთავარი მესიჯი მთელი 9 წელის განმავლობაში იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე”.

აცხადებს, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც სააკაშვილს დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს.