მკაცრად ვგმობთ, საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას – ევროპარლამენტარები

“მკაცრად ვგმობთ, საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას”- ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, და მკაცრად გმობენ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. განცხადებაში ევროპარლამენტარების მიერ ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხელისუფლება დაგეგმილ “ღირსების მარშს” მოუმზადებელი შეხვდა.

“სამწუხაროდ, საქართველოს ხელსუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლობამ ხმამაღლა და ცხადად არ დაგმო ჰომოფობიური რიტორიკა ღირსების მარშის წინ. მკაცრად ვგმობთ, საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, უზრუნველყო უსაფრთხოება შეკრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობას.

როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, ლგბტქ+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჟღერა განზრახვა, განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვსურს, შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, რომელიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა”, — აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში