მკვლელი, მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს – ღარიბაშვილი ენმ-ზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენს–ა და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მოღალატეს და მკვლელს უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ეს ძალა უნდა გაუქმდეს.

“ეს პოსტი 2018 წელს დავწერე, ახლაც იმავეს გავიმეორებ და დავამატებ: ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!” – წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.

საპარლამენტო არჩევნები 3 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.